ახალი ამბები
ბორჯომსა და ახალციხეში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სამი აგრარული ბაზრიდან ორი დღეს, რვა აპრილს დაიხურა. ბორჯომის და ახალციხის ბაზრების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს დროებითია და პირობების მოწესრიგების შემდეგ, სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებას გააგრძელებს. ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ ,,ახალციხეში“, დღეს მხოლოდ ხორცისა და სურსათის მაღაზიები მუშაობდა, შიდა ტერიტორია, სადაც ხილ-ბოსტნეულის დახლები იყო, დაიკეტა. ბაზრის წარომადგენლების თქმით, დახლების გადაწყობა ხდება, რათა მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვა მოხერხდეს.

დირექტრის, ვახტანგ ქართველიშვილის განმარტებით, გამყიდველებს პირბადე და ხელთათმანები უკეთიათ, დეზინფექცია უტარდება ტერიტორიას, თუმცა პრობლემას მყიდველები ქმნიდნენ.

რაც შეეხება ბორჯომის აგრარულ ბაზარს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის განმარტებით, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, არც რეკომენდაციებს იცავდნენ და არც მყიდველთა რიგებს არეგულირებდნენ. მისივე თქმით, ბაზარი ტერიტორიის მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.