ახალი ამბები
"ნიღბები მხოლოდ დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ " - ახალი რეკომენდაცია

მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გიბრეიესუსმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ნიღბები დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ და მათ, ვინც სახლში პაციენტებს უვლიან.

„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ნიღბების გამოყენებამ მოსახლეობის ფართო ფენების მიერ, შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მატად საჭიროებენ მათ გამოყენებას“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, გამოიყენონ სპეციალური ნიღბები, ასევე სხვა დამცავი საშუალებები სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება ნიღბების ფართო გამოყენებას, ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, შეისწავლონ მათი გამოყენების ეფექტურობა.

გებრეიესუსის განცხადებით, მხოლოდ ნიღბების გამოყენება კოვიდ-19-ს ვერ შეაჩერებს. ამიტომ, მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ტესტირება, იზოლირება და დაავადების ყველა შემთხვევის მკურნალობა, ასევე დაავადებულთა ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტების გამოძიება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღესვე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, 20 კომპანია და სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. საერთაშორისო კვლევებში კი მსოფლიოს 70 ქვეყანაა ჩართული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.