ნინოწმინდაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი,
1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე
გახსნეს - დაკავებულია 1 პირი.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს
დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო,
შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით მოკლა.პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში
ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.