სამართალი
შსს-მ ნინოწმინდაში სლოტ კლუბის ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე განთავსებული სლოტ კლუბი "ვულკანის" ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ნინოწმინდაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი დანაშაულის ჩადენის იარაღი - "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.
Print