შინაგან
საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,
ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში,
წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით
სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ.
შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე
მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის
შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და
376-ე მუხლით მიმდინარეობს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში
,,სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის
ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი
აღიკვეთა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და
სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 17 წლის
არასრულწლოვანი.
შემოსავლების სამსახურის
ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 1-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო
გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,ნინოწმინდა“, დიდი ოდენობით
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ორი წელი თვითმმართველობის
არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში
ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი
ხელისუფლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.