ახალი ამბები
რველში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში, დღეს ხანძარი ჭკუასელიძეების ორსართლიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლი, სხვენში 200 კვ მ ფართობზე იყო გავრცელებული. შეტყობინება ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში 11:39 საათზე შევიდა. ადგილზე სამი ეკიპაჟი და 15 მეხანძრე იყო მობილიზებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მოვახერხეთ ადგილზე მისვლა, რთული სიტუაცია დაგვხვდა. ღია ცეცხლი იყო. მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს ხანძრის პირველ რიგში ლოკალიზება და შემდგომში ლიკვიდაცია. დაიწვა 200 კვ მ ფართობი. სალიკვიდაციო სამუშაოები 12:45 საათზე დავასრულეთ. ამ ეტაპისთვის სხვა საშიშროება აღარ არსებობს" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან ხუციშვილმა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

Print