ახალი ამბები
სოფელ საკირის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სოფელ საკირის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობა დაასრულეს მეხანძრეებმა, მაშველებმა და მეტყევეებმა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ტყის ფართობი. ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
Print