ახალი ამბები
ახალციხეში კლინიკა ,,იმედში" 22 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ
ახალციხის კლინიკა ,,იმედში" ამ წუთებში სოფელ წყრუთის მოსახლეობაა შეკრებილი. ადგილობრივები 22 წლის რუზანა ჩახოიანის გარდაცვალებაში ,კლინიკის მედპერსონალს ადანაშაულებენ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 28 მარტს ახალგაზრდა ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა და თავსაც კარგად გრძნობდა. დღეს დილით კი მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. გარდაცვლალების მიზეზს ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტი გამოიკვლევს. კლინიკასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ინფორმაციას, ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.
Print