ახალი ამბები
წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 100 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება
აღნიშნული ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა . კანონპროექტით, წვრილმანი ხულიგნობა - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით.დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. აღნიშნული სამართალდარღვევა იარაღის ტარების უფლების სამი წლის ვადით ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.
Print