ახალი ამბები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ,ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 მილიონი ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Print