ახალი ამბები
შეღავათები იმ ბიზნესსუბიექტებს,რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან
სასჯელაღსრულების სამინისტრო ბიზნესსექტორს პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნის წინადადებით მიმართავს. ამასთან, ამ შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან, შესაძლოა, შეღავათები დაუწესდეთ.

შეღავათების დაწესებაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ ინიციატივის ფარგლებში მუშაობს, რომლითაც მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმდებიან, დასაქმების შესაბამისად კი, დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ. კანონპროექტი, რომელზეც უწყება მუშაობს, მოცულობითია და მასში დიდი ალბათობით, საუბარი იქნება როგორც საგადასახადო შეღავათებზე, ასევე სხვა სახის წახალისებასა და პრივილეგიებზე.

"ამ კანონპროექტზე ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთია დასაქმების შესაძლებლობა და მეორე ბიზნესის დაინტერესება. ცხადია, ბიზნესს არ აქვს დიდი დაინტერესება, რომ შექმნას საწარმოები პენიტენციურ დაწესებულებებში, მაგრამ თუკი საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათები დაწესდება, რისი არაერთი შემთხვევა ევროპულ ქვეყნებში არსებობს, ეს დაინტერესება შეიძლება გაჩნდეს. საუბარია კონკრეტული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, სხვადასხვა უპირატესობის მინიჭებაზე და ა.შ. ბიზნესის მოტივაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მუშა ხელის დაბალმა ანაზღაურებამაც. სამინისტრო ასევე მუშაობს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ასეთი კომპანიებისგან შეისყიდოს ის პროდუქცია, რაც სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას სჭირდება. ეს მექანიზმები, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს იმას, რომ დაწესებულებებში, დასაქმების კერები გაიზარდოს და ის მზარდი მოთხოვნები, რომლებიც იქნება მსჯავრდებულების მხრიდან დასაქმებაზე, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ" - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო ასევე დასასაქმებელი მსჯავრდებულების კვალიფიკაციაზეც იზრუნებს და ამ რეგულაციებს კანონში გაწერს. დარახველიძის თქმით, პირველ ეტაპზე კომპანიებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან, ზღვრული რაოდენობის კვალიფიციური კადრების დასაქმების უფლებაც ექნებათ, რომლებსაც ციხის გარედან აიყვანენ.

"როდესაც სამინისტრო გასცემს შესაბამის ნებართვას, პენიტენციურ დაწესებულებაში საწარმოს შექმნაზე, ბუნებრივია, ჩვენ ჩავდებთ იმის პირობასაც, რომ მსჯავრდებულს ასწავლონ პროფესიები. კარგია, რომ სასჯელის მოხდის დროს დასაქმებული იქნება მსჯავრდებული, მაგრამ დამატებით, მან უნდა შეიძინოს ახალი პროფესია, რომლითაც გათავისუფლების შემდეგაც შეძლებს დასაქმებას. პირველ ეტაპზე, ალბათ, კომპანიებს, ზღვრული ოდენობის ფარგლებში მიეცემათ საშუალება, რომ გარედანაც შემოიყვანონ კვალიფიციური სპეციალისტები, რათა ასწავლონ მსჯავრდებულებს მუშაობა" - განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება ინიციატივის კანონპროექტად ქცევას და პარლამენტში ინიცირებას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო
„ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს
აფრთხილებს.
13:25 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
12:41 / 30.04.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო,
დაკავებულია 6 პირი.
12:21 / 28.04.2024
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.