ახალი ამბები
დღეს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.როგორც მთავრობის დადგენილებაში არის ნათქვამი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზღუნველყოფა; ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამეტის ოფიციალური პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართება. ვინ უხელმძღვანელებს ახალ დეპარტამენტს, სწორედ დღეს გახდება ცნობილი.
Print