ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით - ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Print