უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას
დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის
გარეშე შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს
რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით - ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა
დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს
აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.