ახალი ამბები
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა- გადამუშავების 37 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს , გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
Print