შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა- გადამუშავების 37 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში,
მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი
მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს
, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ
გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს. მათ
მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს,
საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.