ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამი ავტომობილი შეეჯახა.
დაზიანებულია ორი მერსედესის მარკის ავტომობილი და ერთი გარე
განათების სამსახურის მანქანა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე შედგა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი.