შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
,მიმდინარე წლის ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19
პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის
(სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის
ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში,
მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი
მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. პოლიციამ გამოვლენილი 15
ავტომანქანა და არალიცენზირებული 4 სახერხი საამქრო დალუქა.