უაქციზო სიგარეტების შეანახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 5 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გარდაბნისა და
ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას
დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა -
გადაზიდვა - რეალიზაციის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ბრალდებულის სახით
ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ
განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 14 700 კოლოფი
უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს
აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის
სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.