სამართალი
ახალციხეში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.

აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.



Print