სამართალი
სამცხე-ჯავახეთში, ოქტომბერ-ნოემბერში, პასუხისგებაში 12 პირი მიეცა
ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 12 პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.
Print