სამართალი
საკირეში ყალბი ზედნადებების გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხე-ტყის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ. ა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სისტემატიურად ამზადებდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომელთა გამოყენებითაც ახდენდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებული გ. ა. დაკავებულ იქნა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.




Print