შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს
დაბადებული კ.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის
ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი
ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, კ.გ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების
ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).