უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და სახერხი დანადგარები ბაკურიანში
16:19 / 28.09.2017
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და 2 უკანონო
სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოპოვებული 52
მ3 წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი და 5 მ3 პირველადი გადამუშავების
პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს. ამავე ტერიტორიაზე, განთავსებული იყო 2
უკანონო სახერხი დანადგარი ლიანდაგითა და გენერატორით. აღნიშნული
დანადგარები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები,
შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.