შსს-მ ბორჯომში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს,
ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს)
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი
ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და
ნინოწმინდის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ
მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო
გამოვლენილი არალიცენზირებული სახერხი საამქროები დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით).