ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 4 პირი გამოავლინეს
, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი
საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი
ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბორჯომისა და ადიგენის რაიონში, მხილებულების
ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე
ფიცრები ამოიღეს, ხოლო ბორჯომში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო
დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 128-ე პრიმა-3 მუხლის 1 ნაწილით).