შსს-მ ბორჯომში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 15 პირი გამოავლინეს
,ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი
საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი
ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის და ასპინძის
რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის
მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო ბორჯომში
გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 128-ე პრიმა-3 მუხლის 1 ნაწილით).