სამართალი
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი ბორჯომში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, დაბა წაღვერსა და ქალაქ ბორჯომში, მოქალაქეებს ავტომანქანების ძარაზე განთავსებული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტები.
Print