უაქციზო ალკოჰოლური სასმელის გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური
საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე,
ორი პირი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ
გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას
დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 149 ბოთლი კონიაკი
“HENNESSY XO” - სა და 6 ბოთლი ვისკის “JACK DANIELS” - ის აქციზური
მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება 46 460
ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე - 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.