სამართალი
უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო ბორჯომში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ყვიბისში, მოქალაქე ზ.გ.-ს, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი ჰქონდა სახერხი საამქრო, რომელიც არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.​ საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო ასევე უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები.
შედგა შესაბამისი აქტი. სახერხი დანადგარი დაილუქა და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
Print