სამართალი
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ახალციხესა და ადიგენის სატყეოს ტყის ბუდეში, მოქალაქეებს - ვ.გ.-სა და პ.მ.-ს, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მორები).

ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტები.
Print