Error
სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალდაბაში მსხვერპლის გარეშე დასრულდა
"ტრაილერის" ტიპის, ნავთობპროდუქტებით დატვირთული ავტომობილი, რომელიც ბორჯომი-ხაშურის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა, ამობრუნდა. სატვირთო მანქანას თურქი მძღოლი მართავდა, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მოძრაობა ცალმხრივად დროებით შეჩერებული იყო.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რის საფუძველზეც, მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდება.
Print