სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალდაბაში
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ბორჯომში, ახალდაბის მიმდებარე ტეროტორიაზე მოხდა. "ტრაილერის" ტიპის, ნავთობპროდუქტებით დატვირთული  ავტომობილი, რომელიც ბორჯომი-ხაშურის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა, ამობრუნდა. სატვირთო მანქანას თურქი მძღოლი მართავდა, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მოძრაობა ცალმხრივად დროებით შეჩერებული იყო.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რის საფუძველზეც, მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდება.
დეტალები ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. 













Print