Error
სამართალი
უკანონო თევზჭერის ფაქტი სოფელ აწყურში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის საბარგულსა და სალონში განთავსებული იყო რეზინის გასაბერი ნავი (დაშვებული მდგომარეობაში), 2 ცალი ნიჩაბი, 2 ცალი ე.წ. ჩოგანბადე, ე.წ. ელექტროშოკური აპარატი, დენის წყარო (აკუმულატორი) და 13,7კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტები. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.
Print