უკანონო თევზჭერის ფაქტი ხაშურში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ხაშურში, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ორი მოქალაქე აკრძალული
საშუალებით, კერძოდ ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან
ახდენდა უკანონო თევზჭერას. მოქალაქეები არ დაემორჩილნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების
მოთხოვნას, შეეწყვიტათ უკანონო თევზჭერა და გამოსულიყვნენ ნაპირზე,
რის შემდეგაც, მათზე დევნა განხორციელდა. მოქალაქეებმა მიმდებარე
ტყეში მიმალვა მოახერხეს.
ამოღებულია გასაბერი ნავი, დენის წყარო (აკუმულატორი), ე.წ. ჩოგანბადე
და 4,9 კგ თევზი.
შედგა შესაბამისი აქტი.