ახალი ამბები
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,1921 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. "ბიო", ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 68 აბი და ნატეხები ამოიღეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
Print