სამცხე-ჯავახეთში 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა
ქალაქ ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში,
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოვლინდა.
ამოღებულია 5 უკანონო სახერხი დანადგარი, პირველადი გადამუშავების
პროდუქტი - ფიცარი და მრგვალი მორი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო სახერხი საამქროები და
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ 5 ოქმი. ამოღებული სახერხი დანადგარები
გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.