სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ,  გამოვლინდა საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ - ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - ,,белизна,“ ,,белизна золушка,“ ,,белизна отбеливатель“ და „KPOT” - ის დამზადება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები და ბოთლები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული 408 ცალი - 1 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება ,,белизна“ და 239 ცალი - 0,5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება “KPOT”.

გამოძიება მიმდინარეობს სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.
Print