სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა
სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 22 მ3 საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, ხოლო მეორე შემთხვევაში 13 მ3 საქონლის ტრანსპორტირების ფაქტებს.

ამოღებულია ხე - ტყის მასალა და სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ხე - ტყის მასალის წარმომავლობისა და დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების გამოვლენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
Print