სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ლია დორეული, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა"-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-მ და შპს ,,რაზა"-მ სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა#2), რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული. ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მამულაშვილმა ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა.
ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად 123 240 ლარი შეადგინა.
თავის მხრივ, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა"-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 9 წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 1
აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი
გამოავლინეს - მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების
ფაქტებია.
10:58 / 08.05.2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი გამოავლინეს - მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ
აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელსაც აქციის ორგანიზატორები
გეგმავენ.
09:58 / 08.05.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელსაც აქციის ორგანიზატორები გეგმავენ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო
აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა
ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა)
დარღვევა.
13:46 / 07.05.2024
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო,
დაკავებულია 6 პირი.
12:21 / 28.04.2024
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო
ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო
პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
11:46 / 27.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.