სამართალი
ახალქალაქში, გოგონას ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ხიდის ქვეშ იპოვეს
გარდაცვლილის ცხედარი ხიდის ,,თუმას"–ის ქვეშ, 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე მეთევზეებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს. ხიდის სიმაღლე, რომლის ქვეშაც გოგონა იპოვეს, დაახლოებით 41 მეტრია.

ხიდთან შეკრებილი მოსახლეობის ინფორმაციით, გოგონა, რომელიც დაახლოებით 20 წლის არის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილი ახალქალაქში ცხოვრობდა. ახლობლები გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შსს-მ საქმეზე ძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
"წინაწარი დათვალიერებით გოგონას ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა" - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს.
Print