ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა იწყება
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დღეს, ქუთაისიდან დაიწყება. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის მიხედვით, პირველი განხილვა 5 მაისს ქალაქ ქუთაისში გაიმართება, ხოლო 15 მაისს - თბილისში.
საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი.საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის ერთთვიანი ვადაა განსაზღვრული.
Print