482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს
საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის
დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი
„სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა
დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე
უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო
სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა
ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.