ახალი ამბები
"სავარაუდოდ ამას გავასაჩივრებთ" - ანზორ სვანიძე სილამაზის ხიდის საქმეზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებს.  საქმე ეხება ე.წ  სილამაზის ხიდის ირგვლივ არსებულ დავას.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი შპს. "პემს" ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას ედავება.

ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ის ფაქტი, რომ მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, გამგეობამ ვერ დაამტკიცა.

მთავარი ახლა ერთი კითხვაა - როდის დასრულდება დავა და რა ბედი ელის ხიდს, რომლის ფეხით და მანქანით სავალ ნაწილს დაზიანებები ყოველდღიურად ემატება.

ვის მოუწევს დამატებით ხარჯების გაწევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას თუ შპს. "პემს"
Print