სამართალი
საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა.

კონტროლი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით განხორციელდა.

კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6705 გადამხდელი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ელექტრონული ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 98 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 99 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 485 ფაქტი.
Print