2016 წელს ოჯახური ძალადობის საქმეზე 3001 შემაკავებელი ორდერი გაიცა
საერთო
სასამართლოების სტატიკური მონაცემების მიხედვით,2016
წელს ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვისას 3001
შემაკავებელი ორდერი გაიცა.
შეგახსენებთ,შემაკავებელი
ორდერის საფუძველზე, პირს რომელმაც სავარაუდო ძალადობა ჩაიდინა
ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება და მასთან კონტაქტი. შემაკავებელი
ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, შესაბამის უწყებებს
აღნიშნული პირის დაკავების უფლება ეძლევათ.