სამართალი
პროკურატურა გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნენ მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია "იბერია"-ს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მისი კუთვნილი ავტომანქანით, გაემგზავრა ქ. ბორჯომში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში. დაახლოებით 24:00 საათზე, ქ. ბორჯომში ჩასულს, მას სავალ გზაზე ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც მიხეილ ხუციშვილი მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები - პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მივიდნენ გიორგი გასვიანის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან და დაუწყეს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო მიხეილ ხუციშვილმა გიორგი გასვიანს თავზე დაადო მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და მის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც გიორგი გასვიანის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხედ. მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს ცემა, რაც გიორგი გასვიანისგან შეიტყეს, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დაიწყეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ გიორგი გასვიანს აღნიშნული ფაქტი არსად გაემჟღავნებინა. შემდეგ კი მიაცილეს სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომ"-ში.
მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის ბრალდებულის სახით დაკავებისას პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე, ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტიც, რომ მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ დანაშაულის ჩადენისთანავე სცადეს მისი დაფარვა, კერძოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული გიორგი გასვიანი იყო ჟურნალისტი, დაიწყეს მისი დაყოლიება, რომ არ გაემჟღავნებინა მომხდარი და არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებული სასტუმროში დატოვეს მას შემდეგ, რაც მიიღეს პირობა, რომ მომხდარის შესახებ გიორგი გასვიანი არსად განაცხადებდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის დაკავების შუამდგომლობით.
გამოძიებით დადგენილია რომ მიხეილ ხუციშვილი არის შ.ს. ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი, პაატა კვინიკაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ა(ა)იპ "ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის" შენობისა და ტერიტორიის დაცვის ყოფილი ინსპექტორი ხოლო ბორის გოგიჩაიშვილი ქმედების ჩადენის დროს იყო უმუშევარი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიხეილ ხუციშვილი და პაატა კვინიკაძე დანაშაულის ჩადენის დროს არ ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული
ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
12:42 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
09:53 / 23.04.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის
მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის
აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის
საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს
საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი)
გამოვლინდა.
10:41 / 12.04.2024
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი) გამოვლინდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
დააკავეს.
13:10 / 11.04.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16:25 / 09.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.