სამართალი
გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მასზე განხორციელებულ ძალადობაში ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს და მასთან ერთად მყოფ ორ პირს ადანაშაულებს. ინციდენტი ბორჯომში 2016 წლის 18 დეკემბერს მოხდა.

Print