სამართალი
ნინოწმინდასა და სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
22 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა

ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში "ნინოწმინდა" აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

ორივე ფაქტთან დაკავშირებით, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Print