ახალი ამბები
გორში ბიზნესმენი გურამ გოგიჩაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
გორში ყოფილი ბიზნესმენის, გურამ გოგიჩაიშვილის გვამი წერეთლის ქუჩაზე იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის ერთი - შუბლის არეში. დაზიანებულია ავტომანქანაც.
გარდაცვლილი იმ შენობაში იპოვეს, სადაც 1 თებერვლიდან "ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს" ოფისი უნდა განთავსებულიყო. წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. საქმეზე სამართალდამცავებმა გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


Print